სწავლა ონლაინ - რეგისტრაცია
https://taplink.cc/langberrytest
რითი ვიწყებთ ?
გაკვეთილები მიმდინარეობს მხოლოდ Zoom- ის პლატფორმაზე.
გაკვეთილზე დასწრება ხდება მხოლოდ ოფიციალური გვერდიდან.
მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილებს აწარმოებენ კონკრეტული ანგარიშებიდან,რომლებიც არ არის დაკავშირებული ჩვენს ოფიციალურ გვერდთან, არანაირი კავშირი არ აქვთ ჩვენს სკოლასთან.
სავალდებულოა Zoom - ის გადმოწერა და რეგისტრაცია.
ავატარზე დააყენეთ თქვენი ფოტოსურათი და ჩართეთ ვიდეო. გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი რეალური სახელი. ჩვენ ვაწარმოებთ დასწრების აღრიცხვას, ამიტომ ყველა ის სტუდენტი, ვისაც შეუსაბამო სახელი ექნება გამოყენებული, იქნება გათიშული გაკვეთილიდან.
ჩვენი ელექტრონული სისტემა ცნობს სახეებს და შეაქვს ინფორმაცია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ თქვენს პირად კაბინეტში. ანონიმური დასწრება დაუშვებელია.
არის თუ არა საჭირო კამერა?
ჩართეთ ვიდეო. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია თქვენი რეაქციის ნახვა ახალ მასალაზე,ზოგ შემთვევაში - იმის კონტროლი, ნამდვილად ესწრება თუ არა სტუდენტი გაკვეთილს! ეს ნამდვილად მნიშვნლევონია შესაბამისი ატმოსფეროს შექმნისთვის ფსიქოლოგიურ დონეზე.
როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი?
განეწყეთ გაკვეთილისთვის და მოამზადეთ თქვენი სამუშაო ადგილი - მშვიდ გარემოში, სადაც ხმაური არ იქნება და შეძლებთ კონცენტრირებას გაკვეთილზე. ხმაური უშლის მთელ ჯგუფს, ამიტომ არ გეწყინოთ, თუ მასწავლებელი გაგითიშავთ მიკროფონს. დაიცავით დისციპლინა ონლაინ გაკვეთილზე ისევე, როგორც ჩვეულებრივ გაკვეთილის დროს იცავთ სკოლაში.
დაკავშირებასთან პრობლემები
არ მოგერიდოთ, მოგვმართეთ კითხვებით რათა მიიღოთ შესაბამისი განმარტება თქვენს კითხვაზე. ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომელი ეცდება დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენთან ყველაფერი მუშაობდეს და კომფორტულად იმეცადინოთ.
საჭიროა თუ არა მოსწავლის გვერდით ჯდომა?
მშობლებო! ჩვენ მივესალმებით იმას, თუ დაესწრებით თქვენი ბავშვის გაკვეთილს, მაგრამ გთხოვთ თავი შეიკავით კომენტარებისგან და ბავშვის დახმარებისგან გაკვეთილის მსვლელობის დროს. ყველა კითხვაზე შეგიძლიათ მიმართოთ მენეჯერს გაკვეთილის შემდეგ.
შესაძლებელია თუ არა Skype-ის მეშვეობით მეცადინეობა?
ჩვემ გამოვიყენეთ და შევაფასეთ ბევრი სხვადასხვა პლატფორმა და ავირჩიეთ ის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გაკვეთილები ჩავატაროთ მეტად ეფექტურად. თუ რაიმე სირთულე გექნებათ პლატფორმასთან დაკავშირებით, დატოვეთ მოთხოვნა ტექმხარდაჭერაში. ჩვენ არ ვატარებთ გაკვეთილებს სხვა პლატფორმაზე ან Skype.
რისი გაკეთება არ შეიძლება?
ჩვენ არ გვიყვარს უხეში სიტყვების გამოყენება, უპატივცემულო დამოკიდებულება სკოლის დამსწრეების მიმართ და ბულინგი. ღირსეული და პატივმოყვარე დამოკიდებულება თითოეულის მიმართ - არის ჩვენი გუნდის ღირებულება.
ღირებულება
ონლაინ მეცადინეობების ღურებულება არის იგივე რაც ჩვენთან სკოლაში ოფლაინ რეჟიმში.
#langberryonline