ინფორმაცია მშობლებისთვის:

 

გამოცხადებულია მიღება 2024 წლის საზაფხულო არდადეგებზე ლონდონში, მაიამიში და ბათუმში.

*ჯავშნებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 595 46 91 68

დამატებითი ექსკურსიების ორგანიზებისთვის, მათ შორის კემბრიჯი, ოქსფორდი, ბრისტოლი, პარიზი, ორლანდო, ნიუ-იორკი, კანაველის კონცხი, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ქალაქში არსებულ ჩვენს ოფისს (საჭიროა დამატებითი გადახდა და წერილობითი თახმობა).

თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook და Instagram გვერდებს, სადაც შეძლებთ განცხადებების, ფოტოსურათების და ვიდეოების ნახვას საზღვარგარეთ ყოფნის შესახებ.

 

 

გამგზავრებამდე: შეგახსენებთ, რომ ყველა მონაწილემ, რომელმაც მიიღო ვიზა აუცილებლად უნდა გაიაროს შესაბამისი ინსტრუქციები.

ასევე ყურადღება გაამახვილეთ შემდეგზე:

1. აეროპორტში მისვლისას არ შეფუთოთ თქვენი ბარგი, სანამ არ მიიღებთ ბარგის კონტროლის სტიკერს უფლებამოსილი პირისგან;

2. გამგზავრებამდე მომზადების პროცესზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "სამგზავრო ტალონიდან", რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ განხორციელებულ გადახდას და რომელიც მოგეხმარებათ გაიაროთ მომზადების ყველა ეტაპი ("სამგზავრო ტალონი" მოიკითხეთ მენეჯერთან);

3. თქვენი ბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს მონაწილის (ბავშვის) წონის 30% - მაგალითად, თუ თქვენი წონაა 50 კგ, მაშინ თქვენი ბარგის წონა არ უნდა იყოს 15 კგზე მეტი; 

4. ტელეფონის დამტენი ხელსაწყოები უნდა გქონდეთ ხელბარგში (და არა ჩასაბარებელ ბარგში!)

5. სითხეები და ბოთლები (თუნდაც ცარიელი ან ნახევრად ცარიელი) 150 მლ და მეტი ტევადობის დაუშვებელია ხელბარგში!

 

 

კითხვები და პასუხები:

 

საჭიროა თუ არა ბრიტანული ვიზის ასაღებათ თბილისის სავიზო ცენტრში მისვლა?

 

სავიზო ცენტრი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ღებულობს დოკუმენტებს და მუშაობს მხოლოდ "ერთი ფანჯრის" პრინციპით. აუცილებელია პირადად დასწრება, რადგან ვიზის გასახსნელად საჭიროა მოგზაურის ბიომეტრიული მონაცემები. 

აშშ-შიც მოგზაურობისთვის აუცილებელია თბილისში სავიზო ცენტრში პირადად დასწრება.

 

 

 

რის თუ არა გათვალისწინებული პროგრამით ტრანსფერი აეროპორტამდე გაფრენამდე და ჩამოფრენის შემდეგ საქართველოში, თუ საჭიროა ბავშვის თანხლება გამგზავრებამდე?   

არა, არ არის გათვალისწინებული. მშობელმა ან წარმომადგენელმა უნდა აუცილებლად უზრუნველყოს ბავშვის აეროპორტში მიყვანა და ჩამოფრენის დროს დახვედრა. ასევე შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ ტრანსფერი დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში. გადაამოწმეთ მენეჯერთან. ტრანსფერის შეკვეთის შემთხვევაში იდება ცალკე ხელშეკრულება დამატებით გადასახადით. იმ შემთხვევაში, თუ ფრენამდე გათვალისწინებულ დროს არ გამოცხადდა მგზავრი, პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს (ანუ მშობელს).

 

 

 

რატომ არ შეიძლება ძვირადღირებული ნივეთების (ოქრო, ტექნიკა, ფული) ბარგში ჩადება?

 

სამწუხაროდ, იშვიათი არ არის ბარგიდან ძვირადღირებული ნივთების მოპარვის შემთხვევები. გარდა ამისა, ეს ზრდის ბარგის დაკარგვის (მოპარვის) რიკს.

 

 

შეუძლია თუ არა ბავშვს თავად აირჩიოს ოჯახი?

 

ბავშვების გადანაწილებას ოჯახებში განახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულება, განთავსების ოფიცერი ბავშვებს ანაწილებს გვარების მიხედვით და გადასცემს სიას ვიზის გასახსნელად. ოჯახის არჩევა რასის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, წარმომავლობის, სოციალური სტატუსის, ასაკის და ა.შ. დაუშვებელია, ეს არის დისკრიმინაციის გამოვლინება და მასპინძლის მხრიდან მკვეთრ დაგმობას იწვევს. სამწუხაროდ, ჩვენი შვილები ზოგჯერ საკუთარ თავს უფლებას აძლევენ გამოთქვან უკმაყოფილება, "არ მინდა ინდოელთან ცხოვრება", "ჩემი ბრიტანელები შავკანიანები აღმოჩნდნენ, მე კიდე თეთრკანიან ბრიტანელებთან მინდა", "არ მსურს ამ სახლში ცხოვრება, რადგან ოჯახი ქრისტიანულია, მე კიდე ნამაზს ვაკეთებ და ჩემთვის ამ სახლში ყოფნა არ შეიძლება" - ეს და კიდევ სხვა მრავალი არატოლერანტულობის მაგალითია, ასეთი განცხადებები სავსეა რიგი პრობლემებით და ბავშვის მოუთმენლობის ნიშანია მსოფლიოს მრავალფეროვნების მიმართ.

ასევე, ხშირია კლიენტების პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი რომელიც მასპინძლობს მათ შვილს, არ არის საკმარისად მდიდარი, არ აქვთ თანამედროვე მანქანა, მათი სახლი არ არის აღჭურვილი თანამედროვე რემონტით, მათი ტანსაცმელი არ არის ბრენდული და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავში მიემგზავრება არდადაგებზე ძირითადად სასწავლებლად, ენის პრაქტიკისთვის, საკომუნიკაციო უნარების განვითარებისთვის, მშობლებისგან დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილებისთვის და ა.შ. მასპინძელი მხარე არ არის ვალდებული უზრუნველყოს მაღალი დონის კომფორტით, უზრუნველყოს მოახლით ან ლიმუზინით ატაროს სკოლაში. განთავსების ყველა პირობები აკმაყოფილებს ერთ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ზოგი მასპინძელი ოჯახი ბავშს მდიდრულ სახლში მასპინძლობს, მაგრამ ეს არ არის ნორმა, არამედ იღბალი, და ბავშვმა არ უნდა მოითხოვოს იგივე პირობები, როგორიც მის თანაკურსელს ექნება.

 

 

რატომ არის აკრძალული წონის გადაჭარბება?

 

ბარგის წონის გადაჭარბება დაუშვებელია ავიაკომპანიისთვის დამატებითი გადახდის გარეშე, ხოლო დამატებითი წონის გადასახდელად, არც თუ ისეთი მცირე დროა საჭირო, ამ პროცესში ჯგუფლიდერიც არის ჩართული. წარმოიდგინეთ 10-15 გადაჭარბებული ბარგის კვიტანციის გაფორმება! ამასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული რომ დროის უქონლობის გამო ჯგუფლიდერმა მიიღოს გადაწყვეტილება დატოვოს გადაჭარბებული წონა (გადააგდოს ნივთები), რამაც შეიძლება გამოწვიოს უსიამოვნება და კონფლიქტიც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და მიჰყვეთ ინსტრუქციას და არ გადააჭარბოთ ბარგის წონა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვმა იშოპინგა, ნაყიდი ნივთების გაგზავნა შესაძლებელია ფოსტით დამატებითი გადასახადით (ამანათით). 

 

 

 

თანხის ოდენობა რომელიც სასურველია თან ჰქონდეს ბავშვს

 

მინიმუმ 500$ მაქსიმუმ 1500$

აუცილებელია ბარათის გაფორმება და ბარათზე ფულის ჩარიცხვა. ბარათით გადახდა საზღვარგარეთ შესაძლებელია ყველგან, ადგილობრივ ვალუტაში გადაჰყავს ავტომატურად.

 

 

 

რატომ არ სურს ჯგუფლიდერს თანხის აღება, რათა შემდგომ საზღვარგარეთ ბავშვს პერიოდულად გადასცეს?

 

ჯგუფლიდერებს ეკრძალებათ ბავშვების მშობლებისგან ნაღდი ფულის "შესანახად" მიღება, იმის გამო, რომ 20-30-40 ათასი დოლარის საზღვარგარეთ გადატანა სახიფათო და არაგონივრულია, ასევე ექვემდებარება დეკლარაციას (ყურადღების და დროის დაკარგვა, რომელიც საჭიროა ჯგუფისთვის საზღვარზე და საბაჟოზე).

გთხოვთ, არ სცადოთ ჯგუფლიდერის დარწმუნება, მიიღონ ფული "შესანახად" და არ განაწყინდეთ უარის მიღებაზე. გადარიცხეთ თანხა ბარათზე, გამოწერეთ მინდობილობა ჯგუფლიდერზე ბარათიდან თანხის განაღდებაზე საზღვარგარეთ, მიეცით ბარათი ბავშს (ბანკს შეუძლია გასცეს ისეთი ტიპის ბარათი, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს ანგარიშთან და მარტივად გააკონტროლებთ ტრანზაქციებს) და იქნებით მშვიდად. 

 

 

სად და როგორ მივიღებთ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს პროგრამა და ახალი ამბები?

 

ყოველი ჯგუფის გამგზავრების შემდეგ იქმნება დახურული ჯგუფები whatsapp, telegram, twitter-ში, სადაც განთავსდება რეპორტები, განცხადებები, ფოტო და ვიდეო.