სკოლა Langberry
50 ათასზე მეტ ადამიანს შევასწავლეთ ინგლისური ენა.
ჩვენთან ერთად ათასობით ბავშვი ეწვია დიდ ბრიტანეთს და მიეცა საშუალება დაეთვალიერებინა დედაქალაქი ლონდონი.
საზაფხულო არდადეგების საკოორდინაციო შტაბი
15 წელზე მეტია ორგანიზებას ვუწევთ არდადეგებს საზღვარგარეთ 8 წლიდან ბავშვებისთვის.
შესაძლებელია სხვადასხვა პაკეტის შერჩევა,რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული პერიოდით ქვეყნებში მოგზაურობას და სწავლას :
ლონდონი (4 კვირა)
მაიამი (4 კვირა)
ნიუ-იორკი (3 კვირა)
ბათუმი (2 კვირა)
ყოველწლიურად ასობით ბავშვი ეცნობა ამ ქალაქებს, სადაც ისინი ინტენსიურად სწავლობენ ინგლისურ ენას მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელთან ერთად.
ჩვენთან ერთად დასვენების მთავარი უპირატესობაა ფიქსირებული ტარიფი “all inclusive” და გამოცდილი ლიდერების თანხლება მოგზაურობის დროს.
ყველა პაკეტი ითვალისწინებს მასპინძელ ოჯახებში ან რეზიდენციებში დაბინავებას,ასევე გადახდილ თანხაში შედის ავიაბილეთების ღირებულება.
უცხო ენების სკოლები
ინგლისური ენის კურსების ორგანიზება 6 წლიდან ბავშვებისთვის ოფლაინ და ონლაინ რეჟიმში.
პროგრამა „ულიმიტო ინგლისური“ ჯგუფური სწავლებისთვის (16+) ონლაინ,რომელიც ითვალისწინებს ენის სწავლას შეუზღდავი საათების რაოდენობით.
საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება IELTS, TOEFL, GMAT, SAT ონლაინ.
საჯარო დაწესებულებების და კერძო კომპანიების საგანმანათლებლო მომსახურება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება უცხოენოვანი სკოლებისთვის.
იმ აპლიკანტების მომზადება ძირითადი ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინის მიხედვით, ვისაც უნივერსიტეტში საზღვარგარეთ სურს ჩაბარება.
საზღვარგარეთ სწავლის სააგენტო
2009 წლიდან Langberry გთავაზობთ მომზადებისა და ჩარიცხვის მომსახურებას უცხოურ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, სკოლებში. კომპანია 400-ზე მეტი ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულების სერტიფიცირებული წარმომადგენელია.
აპლიკანტებს ვეხმარებით საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევაში, საბუთების მომზადებაში, ჩარიცხვაში, ასევე ვუწევთ სავიზო მხარდაჭერას სტუდენტს და მშობლებს, თან ვახლავთ საზღვარგარეთ.
მხოლოდ ჩვენი კომპანია გთავაზობთ პაკეტის გაფორმებას,რომელიც მოიცავს სრულ მომსახურებას - ადგილობრივი კონსულტაციიდან უნივერსიტეტის კამპუსში შესახლებამდე, ასევე საზღვარგარეთ ჩვენი გამოცდილი თანამშრომელი გაჰყვება სტუდენტს.
ქვეყნები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ: დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია, ჩინეთი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია და სხვა.